საქართველოში დღეიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან გამოიდარებს.

ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდები 15 მაისიდან – 17,18 და 19 მაისს შესაძლებელია  30-31 გრადუსი სითბო დაფიქსირდეს.