საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
ბოლო მონაცმეებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.








