საქართველოში კორონავირუსიგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-სგან 372 ადამიანია გამოჯანმრთელებული.​ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 647-ს შეადგენს.