საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 671-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა,
661 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო მონაცმებით, კარანტინის რეჟიმში 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პირი იმყოება.