საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 677-ს შეადგენს. მათგან 393 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.