საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების 728 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
728 ინფიცირებული ადამიანიდან 509 გამოჯანრმთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3 259 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 323 პირი.