საქართველოში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 526-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 526 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 731 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 526 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.