გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. ზოგიერთმა კლინიკამ გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მოთხოვნების დაცვის შესაბამისად უკვე მოიპოვა.
ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირსუსის 252 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 199 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
დღეიდან ქალაქ ბოლნისში თერმოსკრინინგის ჩასატარებლად ეპიდემიოლოგების 27 -მა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამაკმაყოფილებელი იქნება და თერმოსკრინინგის პროცესი კორონავირუსის ახალ შემთხვევებს არ გამოავლენს ქალაქი ბოლნისი გაიხსნება.
მარნეულში კოვიდინფიცირებული 25 ადამიანი განიკურნა, კოვიდის მიმღებ ცენტრში მკურნალობის კურსს 4 ადამიანი აგრძელებს.
უცვლელია ეპიდემიოლოგიური ვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,საიდანაც გუშინ ლუგარში გადაგზავნილი 17 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია.
ეპიდემიოლოგიური ვითარება უცვლელია რუსთავშიც. ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებული 9 დადასტურებული შემთხვევიდან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბიზნესცენტრ “სასტუმრო რუსთავის” საკარანტინო სივრცე გაუქმდა. ჯამში “სასტუმრო რუსთავის” შენობაში, 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ,ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ კარანტინში ორი თვის განმავლობაში, 3 500-მდე პირი იმყოფებოდა.
გადაცემის მეორე ბლოკში: პანდემიამ – ცხოვრებამ განსხვავებული წესებით და ჩაკეტილობამ ბევრ ადამიანში გამოიწვია ფსიქიკური პრობლემები და დღეს ეს მსოფლიოსთვის კიდევ ერთი გამომწვევაა პანდემიასთან ბრძოლის გზააზე. რა საფრთხის წინაში ვართ ან შეიძლება შეიძლება აღმოვჩნდეთ? ბუნებრივია თუ არა შიშის განცდა და როგორ გავართვათ თავი მიმდინარე, სტრესულ გარემოებებს?-საკითხეზე, რუსთავის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სამსახურის ხელმძღვანელმა , ფსიქოლოგმა ეკატერინე კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა.
ქვემო ქართლი ყოველთვის იყო ერთერთი რეგიონი სადაც ქალების უფლებები ყველაზე ხშირად ირღვეოდა- რა ხდება ახლა, როდესაც ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბითაა გაზრდილი- თემაზე, ღია ეთრის მეორე სტუმარიმა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” წარმოამდგენელმა მარინა ბჟალავამ ისაუბრა.