რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად დამატებითი რესურსები მობილიზება მოხდა. სამედიცინო დაწესებულება სრულად დაიცალა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა.
როგორც ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ tv4-ს განუცხადა, საავადმყოფო მთლიანად დაიცალა და კოვინფიცირებული პაციენტების მისაღებად სხვადასხვა პროფილის განყოფილებიდან 120 საწოლი მომზადდა. ასევე, ბახტაძის ცნობით, დამატებით ცენტრში 18 საწოლი მობილიზდა ემერჯენსის განყოფილებიდან.
“ჩვენი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციაში,მთავრობის გადაწყვეტილებით,სამი ძირითადი მიმართულება შედიოდა.ცხელების კლინიკა, ცხელების ცენტრი და კოვიდის მიმღები ცენტრი. ცხელების კლინიკაში პაციენტების დიაგნოსტირება ხდებოდა, ცხელების ცენტრში მათი დაყოვნება და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის ცენტრის ფუნქციით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევა. თავდაპირველ ეტაპზე,ცენტრში 15 პაციენტის მიღების რესურსი გვქონდა,22 მარტიდან ინფექციური განყოფილება დაიხურა და საეჭვო სიმტომების პაციენტების მისაღებად მომზადდა, 17 აპრილიდან უკვე სამედიცინო დაწესებულება მთლიანად დაიცალა, მოხდა ემერეჯენსის რესურსის მობილიზება და ამ ეტაპზე 138 საწოლი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ თბილისში ცენტრალური კლინიკები პაციენტებით შეივსება, რესურსების მობილიზება რეგიონებში ხდება “ -განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.
პაპუნა ბახტაძემ tv4-თან პაციენტების მიღების სპეციფიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ცენტრში პაციენტები 112-ზე განხორციელებული ზარის საფუძველზე შედიან. საეჭვრო სიმპტომების პაციენტების ცხელების ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილებას, 112-ის სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი იღებს.
ამასთან ,მისივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი, ექიმის მითითების შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს იძახებს და ის ცხელების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას გადაჰყავს.
ცნობისთვის, ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობას აგრძელებს გადაუდებელი ამბულატორიული ცენტრი.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა📢რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო საჭიროების შემთხვევაში კოვიდ-19 ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მობილიზებულია📢კლინიკაში განთავსებული სხვადსხვა სამედიცინო პროფილის 120 საწოლი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად უკვე მზად არის📢რა ინტენსივობით უტარდება ცხელების ცენტრის მედპერსონალს ტესტირება კოვიდ-19-ზე ?! 📢ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3bSTDZ4#კორონავირუსი #ცხელებისცენტრი #რუსთავი
Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 2 mei 2020