ცნობილი ჩოგბურთელი,სავარაუდოდ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ცნობილი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს – რაც ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

update:

„საქართველოს პროკურატურამ ნ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. 

ინფორმაცია ბასილაშვილის დაკავების შესახებ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ამასთანავე, „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ სპორტსმენი 22 მაისს, შემაკავებელი ორდერი კი გამოწერილია მის მამაზეც.

update:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 -ლარიანი გირაო შეუფარდა.

„საქმეში მტკიცებულები არ არსებობდა. ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, რამაც ასახვა ჰპოვა მოსამართლის გადაწყვეტილებაში და გირაოს შეფარდებაში. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.