ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში

გორში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სტიქია, დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. უხვი ნალექის გამო ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ნიაღვრები წარმოიშვა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.