წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი სავარაუდო დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პირს ვირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა.
„სავარაუდო დადებითი შემთხვევაა. წყალტუბოს მკვიდრია. იყო უკვე არსებულ ინფიცირებულთან კავშირში. სწრაფი ტესტით დადგინდა, თუმცა PCR მეთოდით არ დადასტურდა“, – განაცხადა შალამბერიძემ.