ხათუნა ზახაშვილი-მგონია,ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი კავშირი არ დაუდგენიათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია, რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად კი – დაზუსტება და უფრო კონკრეტული იქნება. 

„მგონია, რომ ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა. რა თქმა უნდა, რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება, მაგრამ ფიზიკური დისტანცირების დაცვით არც ზღვის პირას გასეირნება იქნება ურიგო ზაფხულში“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.