ჯანდაცვის მინისტრი-გვაქვს შემთხვევები,როცა კორონავირუსის გადატანა უსიმპტომოდ ხდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე განცხადებით, საქართველოში არის რამდენიმე მოქალაქე, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, თუმცა სიმპტომები არ გამოუვლინდათ. 

მინისტრის თქმით, ასეთი პაციენტების ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და რამდენიმეზე დაკვირვება დღესაც მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელთაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული, უკვე გვყავს ისეთებიც, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ეკლესიის კლასტერიდან შემთხვევები არ ფიქსირდება.

„რაც შეეხება მოლოდინს ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების საკითხზე ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინი, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჯერ კიდევ გამოჩნდნენ დაავადებული პირები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.