ჯანმო COVID19-ის მეორე პიკს არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე პიკს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ორგანიზაცის წარმომადგენელმა მაიკ რაიანიმ განაცხადა.

როგორც მაიკ რაიანი განმარტავს, ამჟამად პანდემია პირველი ტალღის შუა ფაზაშია.

მისი თქმით, საჭიროა კარგად ვაცნობიერებდეთ იმ ფაქტს, რომ დაავადება ნებისმიერ დროს შეიძლება, მკვეთრად გაიზარდოს.

მაიკ რაიანის განმარტებით, მეორე პიკი ან მეორე ტალღა შესაძლოა, გრიპის სეზონის განმავლობაში გამოვლინდეს.

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დროულად გამოავლინონ დაავადება.