მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის შეფასებით, საქართველომ ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით უკიდურესად კარგად იმუშავა.
მისივე განცხადებით, ტურისტების მიღების მიზნით, ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ სასტუმრო სექტორს უსაფრთხოების ყველა ზომის დანერგვა შეუძლია, ჯანდაცვის სისტემას კი შესწევს ძალა, რომ ვირუსის ნებისმიერი შემთხვევა მართოს იმ რეგიონში, სადაც ტურიზმი ყველაზე მეტად განვითარებულია.
„ამ მომენტში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ უკიდურესად კარგად იმუშავა ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში 100 შემთხვევაზე ნაკლებია დაფიქსირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი მინიმუმზე შეინარჩუნოს.
იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები იმოგზაურებენ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, მთიან რეგიონში, საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ განთავსების ადგილებსა და სასტუმროებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა უსაფრთხოების პირობის დანერგვის და რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, დაავადების ნებისმიერ შემთხვევას გაუმკლავდეს იმ რეგიონებში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის მძლავრი ნაწილია,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდიმ.
წყარო: ipn.ge