აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული

აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა სამუშაოები ხანძრის კერების აღმოსაფხვრელად გრძელდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა.

“ მეხანძრე-მაშველებს ადგილზე დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი. მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორიციელეს წყლის 10 დასხმა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები”, – წერია განცხადებაში.