ავტომობილი 76 წლის ფეხითმოსიარულე მამაკაცს დაეჯახა

მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა-შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა.  როგორც ცნობილი ხდება,  76 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ექიმების ცნობით,დაშავებულს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს