ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოზაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჟიოში ,ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლაში დედასთან ერთად, წიგნების ჩასაბარებლად იმყოფებოდა, უკან დაბრუნებისას, საავტომობილო გზაზე გადაირბინა. მოზარდს ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.