დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის წყაროები დადგენილია.
მისივე ცნობით, შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა,შესაბამისად საქმე ახალი კლასტერთან არ გვაქვს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.