ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და კერძო სექტორის მხარდაჭერით , გამწვანების აქცია ჩატარდა. კოსტავას გაგრძელებაზე 10 ძირი უნგრული ცაცხვის ხე დაირგო. სამუშაოები რუსთავის მერიის “რუსთავ სერვისცენტრმა” განახორციელა.
სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო.სამუშაოები დასრულების ფაზაშია, მიმდინარეობს შუაგამყოფი ზოლის, რეკრეაციული სივრცის, გამწვანება-კეთილმოწყობა.









