ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ დღეიდან სოფლის მცხოვრებლებს გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდებათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო დადასტურებული შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
ინფიცირებული, სოფელ ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა . 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა