BBC-ის ცნობით, ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს ადამიანის დაინფიცირებაც შეუძლია.
მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.
მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.
ვირუსი, რომელსაც მკვლევარები G4EAH1N1 უწოდებენ, აზიანებს სასუნთქ გზებს. პროფესორმა კინ-ჩო ჩანგმა, BBC-ის განუცხადა, რომ ახალი ვირუსი ახლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ინგორირებაც არ შეიძლება.