ეინდჰოვენში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მლნ ევრო აღმოაჩნდა

ნიდერლანდების მედიის ცნობით, ეინდჰოვენში დაკავებულია ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა. დაკავებული კი თანხის წარმომავლობას არ ასახელებს.

დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. მედიის ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ ასევე, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ფულის სათვლელი აპარატი ამოიღო. 

წყარო: 1tv.ge