ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს

დღეიდან ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტიდან შეჩერდა.