ოკუპირებულ ცხინვალში, კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა , 4 კი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსანტია.
ცხინვალში სულ კორონავირუსის 76 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანრმთელდა- 40 ადამიანი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, ინფექციურ განყოფილებებში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას.