მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 56 დღის განმავლობაში იმყოფებდა.56 დღიანი ჩაკეტვის დროს მარნეულში 264 ბავშვი დაიბადა.
მარნეულის „ავერსის“ სამშობიარო კლინიკაში მარნეულის ჩაკეტვის დროს სულ 143 ბავშვი დაიბადა. მათგან 85 ბიჭი, 58 კი გოგო.
რაც შეეხება მარნეულის „ჰეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო განყოფილებას, აქ 22 მარტიდან 18 მაისამდე პერიოდში 121 ბავშვი დაიბადა,69 ბიჭი და 52 გოგო.
ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.







