მიმდინარე წელს რუსთავში უკანონო მშენებლობის 4 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წელს  რუსთავში უკანონო მშენებლობასა და მიშენება-დაშენების 4 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 3 ფაქტზე საქმის წარმოება უკვე დასრულდა, ერთი კი  მიმდინარეობს– ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის იურისტმა მაია კიკალეიშვილმა განუცხადა.

 მისივე ცნობით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის ფონზე, დროებით შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გამო ,სტატისტიკურად დარღვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკანონო მშენებლობის შემთხვევები მაინც ფიქსირდებოდა.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ უკანონო მშენებლობასა და მიშენება-დაშენებაზე ჯარიმები 2019  წლის 3 დეკემბრიდან გაორმაგდა და სივრცის დაგეგმარების კოდექსის მიხედვით, სანქციის ოდენობამ როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის 6 000 ლარი შეადგინა.