ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით COVID19-ით უკვე 6,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი კი 386 000-ს აღწევს.
ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კორონავირუსი 1 851 520 პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 107 000-ზე მეტი გარდაიცვალა.
მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც „კოვიდ-19“-ის 584 016 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 32 548-ს აღწევს.