პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად,20-30 ლარით განისაზღვრება

 თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს.

კანონპროექტის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა პირველადი სახით 50 ლარის ოდენობით ფულადი სანქციები წარადგინა. თუმცა, გუნდმა იმსჯელა და უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა 20-30 ლარამდე შემცირდეს.

“ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, ჩვენი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე. ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება არ არსებობს, პასუხიგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს”, – განაცხადა ოხანაშვილმა. კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებენ და სანქციები დამტკიცებისთანავე ამოქმედდება.