პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში, რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 30 წლის მამაკაცს იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ის მარტვილის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ო.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.