ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში გუშინ მოსახლეობის სრული კვლევა ჩატარდა. გეტში 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და “კოვიდ19” არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა TV4-თან საუბრისას განაცხადა, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, ხვალ მოიხსნება. შეგახსებთ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტას გარდა, სოფელ მუშევანშიც მოქმედებს.
ბოლნისში “კოვიდ19”-ის ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ დადასტურდა, რომელიც სოფელ ქვემო ბოლნისს უკავშირდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.