რუსთავში დახურული საკრებულოს სხდომების სესია დასრულდა- ხვალიდან წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული აღარ იქნება და ჟურნალისტები სხდომას რეკომენდაციების დაცვით დაესწრებიან.
პანდემიის პერიოდში ,ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, საკრებულოს სხდომები დახურული იყო,თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანო რეგიონში ერთადერთი იყო,სადაც საჯარო საკითხებს დეპუტატები დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ. ამასთან, დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ ოთხ საკრებულოს სხდომას აქტიურად ესწრებოდნენ, საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიიდან, თუმცა საკითხს მათი მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია.
საკრებულოს ბოლო სხდომა 23 ივნისს ასევე დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რასაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების პროტესტი კიდევ ერთხელ მოჰყვა. Tv4-მა საკრებულოს საკითხთან დაკავშირებით ,რამდენჯერმე მიმართა.წარმომადგენლობითი ორგანო,სხდომების დახურვის მიზეზად კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს ასახლებდა.
ცნობისთვის, საკრებულოს დახურვის თაობაზე კონკრეტული დადგენილება არ არსებობდა.