რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.

 როგორც ცხელების ცენტრში განაცხადეს, პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და ვირუსურული ინფექცია დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული საშუალო ასაკის ქალია. ის რუსთავის საკარანტინო სივრცეში “გრანდ ვეჯინში” იყო მოთავსებული. ინიფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ქვეყანაში მოსკოვიდან დაბრუნდა.

როგორც ცხელების ცენტრში, TV4-ს განუცხადეს, პაციენტმა ცხელების ცენტრი დატოვა და  სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცხელების ცენტრში გუშინ 6 პაციენტი იყო მოთავსებული. როგორც ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განაცხადა, 5 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.