რუსთავში პირველი “დრაივ ინ” კინოთეატრი გაიხსნა

რუსთავში პირველი „დრაივ ინ“ კინოთეატრი გაიხსნა. ფილმის ჩვენება ფიროსმანის ქუჩაზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.

ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი კინოჩვენება საქველმოქმედო ხასიათისაა და ის 7 წლის რუსთაველი ნატალის დასახმარებლად გაიმართა, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი ოსტეოგენული სარკომა დაუდგინდა. დღეს აქ მაყურებლებმა ქართული ფილმი “ბურთი და მოედანი” იხილეს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კინოჩვენებები რეგულარული ხასიათის იქნება. ჩვენებები ყოველ საღამოს, 21:00 საათზე, ამავე ლოკაციაზე, რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

ტერიტორია 20-30 ავტომობილისთვისაა გათვლილი და ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

რუსთავში პირველი "დრაივ ინ" კინოთეატრი გაიხსნა

📢რუსთავში პირველი "დრაივ ინ" კინოთეატრი გაიხსნა📢დღევანდელი კინოჩვენება საქველმოქმედო ხასიათისაა და ის 7 წლის რუსთაველი ნატალის დასახმარებლად გაიმართა📢ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2B64QbB

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 24 juni 2020