რუსთავში შავი ფიჭვების შეწამვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის, გიორგი გოროზიას განცხადებით, პროცესი 1 თვის წინ დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, მიკრორაონებში, ჩიხებსა და საწარმოების ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა.
გიორგი გოროზიას განცხადებით, ანალოგიური სამუშაოები სკოლებისა და ბაღების ეზოებშიც ჩატარდება და ამით შეწამვლის პროცესი დასრულდება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სამუშაოები ხვალ ჩატარდება.
პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები არიან ჩართულები.