საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს. ქვეყანაში COVID19-ის შედეგად, 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2 902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249 პირი.