სოფელ მარტყოფში 50 ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობთ, სოფელ მარტყოფში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 50 ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა.

სოციალური აქცია საქველმოქედო ორგანიზაცია- ფონდი „მომავლისათვის“ ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. 

ფონდი „მომავლისათვის“ საქართველოს მასშტაბით შეჭირვებული ოჯახების დახმარებას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.