ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
ბოლნისის მერმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში გზის მოწყობის და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.
სოფელში, 500 მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაცია მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.
,,პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ, რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნას შესრულებული.
2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრასტრუქტურული პროეტის განხორციელება იგეგმება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.







