ტექნიკის მაღაზიის დაყაჩაღებისას მაღაზიის თანამშრომელი დაშავდა

 მაღაზიის დაყაჩაღებისას მაღაზიის ერთი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა 4 ივნისის ღამეს  ვარკეთილში მოხდა.

დაშავებულს ყელის არეში აქვს დაზიანება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა მაღაზიიდან წაღებული.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსრკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.