ქალაქი დმანისი და რვა სოფელი მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შევიდა

 ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, ქალაქი დმანისი და  მუნიციპალიტეტის რვა სოფელი ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსით ისარგებლებს. 

შესაბამისად, ცხრა დასახლებაში მცხოვრები დამატებით 5 733 ადამიანი სახელფასო და სოციალური შეღავათების მიღებას შეძლებს. 

ე.წ მთის კანონში ცვლილების შეტანა  დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინიციატივა იყო.