ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს მძარვცელებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.