შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება.სოციალურ ქსელში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა,რომლის საშუალებითაც დენდროლოგიური პარკის ბინადრების და იქ არსებული ვითარების დათვალიერებაა შესაძლებელი.
დენდროლოიგური პარკი ოზურგეთის რაიონში წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე, ზღვასა და მთას შორის არის გაშენებული.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში არსებულ შვიდ დენდროლოგიურ პარკს შორის მერვე, შეკვეთილის პარკი, ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.