ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქის მომართვის საფუძველზე,  ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

TV4  დაინტერესდა რა ვითხარებაა ამ კუთხით ქვემო ქართლის რეგიონში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხარეში  ბოლო სამი თვის განმავლობაში ცოფის ვირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 2 შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა, 2 ბოლნისში ,1 კი – დმანისში.

რეგიონული ოფისის ცნობით, სტატისტიკურად ქვემო ქართლში  ცოფის შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა.