ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს.
 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ამინდის პროგნოზი რუსთავში ასეთია : 28 ივნისი ღამე +18°, დღე +27°; 29 ივნისი ღამე +16°, დღე +31°;  30 ივნისი ღამე +17°, დღე +33°.