ვარშავაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. დაიღუპა ორი ადამიანი, ათობით ადამიანი კი, დაშავდა.
უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებაში ინციდენტის დროს 30 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და ვერტმფრენი.