ავტოსაგზაო შემთხვევას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა ახალციხეში, სოფელ წნისში  მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავარიაში პირადი მანქანით მოჰყვა.