ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა – შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი მცირეწლოვანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.