ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალი დაიღუპა – შემთხვევა ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.