ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა – შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ავტომაგისტრალის მონაკვეთზე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ქალი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.